შეღავათიანი აგროკრედიტი
ნავიგატორი
5086


შეღავათიანი აგროკრედიტი

უნიკალური ნომერი: 001135

პროექტის შესახებ:

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;

2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;

3. შეღავათიანი აგროლიზინგი


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 07-05-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9405 დღე;






14-05-2024

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - ზემო და ქვემო სვანეთი

14-07-2022

„ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა

23-04-2024

ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები

06-02-2024

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

06-02-2024

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

14-05-2024

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - ზემო და ქვემო სვანეთი

14-07-2022

„ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა

23-04-2024

ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ