სიახლეები
ნავიგატორი

Facebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია ავრცელებს.

მარკ ცუკერბერგი ხმის უფლების მქონე აქციების 60%-ს აკონტროლებს, რაც მას უფლებას აძლევს ფაქტობრივად მარტომ აკონტროლოს კომპანიის პოლიტიკა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: imedinews.ge




2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა ნაკადში 56%-იანი კლებაა, თურქეთიდან კი შემცირება 15%-ს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ ვიზიტებიდან 24 საათზე მეტხანს მხოლოდ 882,130 გაგრძელდა, შესაბამისად სწორედ ეს რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ტურისტული ხასიათის ვიზიტებად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 4% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: imedinews.ge




ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიმდინარეობის შეფასებისას.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრების გარდა, ქართულ დელეგაციას მაღალი დონის მოლაპარაკებები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: 1tv.ge




განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, სინტია ჰუგერსა (Cynthia Huger) და საქართველოს ფინანსთა მინისტრ, ივანე მაჭავარიანს შორის გამართულ შეხვედრაზე. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი პროგრამა

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო




შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა,  დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსი, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის, რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდა. 

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: smr.gov.ge




სადაზღვევო ინდუსტრიამ 2018 წელი წარმატებით დაასრულა. ბაზარზე მოქმედ 17 კომპანიას ჯამური წმინდა მოგება 21.8 მილიონი ლარით, 42.19 მილიონ ლარამდე გაეზარდა.

წლიურად 163 მილიონით არის გაზრდილი ჯამური აქტივების მაჩვენებელიც, რაც 743.22 მლნ ლარს შეადგენს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკი

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: 1tv.ge




თბილისში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა. ლაბორატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. პრემიერმა ლაბორატორიის მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ახალი ლაბორატორია ქვეყანას შეუქმნის.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: 1tv.ge




სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2016-2018 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სისტემის საშუალებით, 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა ქმედითი, რომ დროულად გამოვლენილიყო მავნებელთან დაკავშირებული საფრთხეები.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: imedinews.ge




მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას, - ამის შესახებ აშშ-ში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანსა და ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს, სირილ მიულერსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: imedinews.ge




საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულებით, „ნენკსრაჰესის“ ინვესტორ კომპანია „ნენსკრაჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა. მიწების ძირითადი ნაწილი (221 ათასი კვადრატული მეტრი) კომპანიას 55 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცა. საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდებარე მიწებზე.

კომპანიას ასევე გადაეცა სოფელ ჭუბერსა და სოფელ ხაიშის მიმდებარედ 310 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთე

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: 1tv.ge




ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შესაძლოა, ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა დააფინანსოს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ამ მიზნით კონსულტაციები დაიწყება. ქუთაისისთვის ავტობუსების შეძენაზე ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას უკვე მიაწოდა.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: 1tv.ge




ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის ფასი, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.

როგორც თბილისის აგრარულ ბაზრებში მოვაჭრეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ამის მიზეზი თურქეთიდან პროდუქტის იმპორტის შემცირება, ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან კი ფასის გაძვირება გახდა.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: bpn.ge




აჭარაში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “გოქსინს” შორის დღეს გაფორმდა.

სამუშოები 18 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება კი 7 მილიონ ევროს შეადგენს. ქობულეთისა და ბათუმის მოქმედი არასტანდარტული ნაგავსაყრელები კი ეტაპობრივად დაიხურება.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: imedinews.ge




ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, ვიჯაი აიერს (Vijay Iyer) შეხვდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: pia.ge




მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ადასტურებს.

სებ-ის ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სავალუტო ფონდის დირექტორი ჩამოდის.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: 1tv.ge




ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ. აეროპორტთა საერთაშორისო საბჭომ (ACI Europe) ამჯერად მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა.

ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3-პროცენტიანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3-პროცენტიანი ზრდით. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: 1tv.ge




ეკონომიკურ ატაშეებთან დაკავშირებით სხვანაირ მოდელზე ვმუშაობთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, როგორ შეირჩევიან ეკონომიკური ატაშეები.

მისი თქმით, ეკონომიკური ატაშეების მუშაობა მიბმული იქნება საქართველოს საელჩოებთან, რაც არსებული მიზნის მისაღწევად უფრო ეფექტიანი მექანიზმია.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: 1tv.ge




„ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს, გამარჯვებული კოპენჰაგენის საგზურით დაჯილდოვდება ეროვნული ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე: დანია – საქართველო.
გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. ამისთვის საჭიროა ტრანზაქციის გახორციელება ვებგვერდიდან www.hub.vtb.ge. აღნიშნული ვებგვერდიდან შესაძლებელია თანხის გადარიცხვა ბარათიდან მხოლოდ მიმღების ტელეფონის ნომრით, ან ელფოსტის მისამართით.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: kvira.ge




საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) „თვინინგის“ (დაძმობილების) რიგით მესამე პროექტი დაიწყო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნულიკონსორციუმის მიერ ხორციელდება,  საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესში დაეხმარება.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%) 42,590-ით მეტია. 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: imedinews.ge




საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: pia.ge




თბილისის საკრებულოში პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრო.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: pia.ge




შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2019 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, გასულ წელთან შედარებით, 2019 წელს შიდა ქართლში დაგეგმილი პროექტების განორციელებაზე 38 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. კერძოდ, 72 მილიონ ლარზე მეტი 617 პროექტზე გადანაწილდება.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: pia.ge




2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, თებერვალში, ეროვნულ ვალუტაში 1000 ლარამდე სესხის გაცემის 601,009 ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინ, როცა 2018 წლის თებერვალში 915 224 ხელშეკრულება იყო გაფორმებული. რაც შეეხება სესხების მოცულობას, მიმდინარე წლის თებერვალში 140,319 მლნ ლარის, 2018 წლის ამავე პერიოდში კი - 226,448 მლნ ლარის მოცულობის სესხი იყო გაცემული.

დამატებულია: 11-04-2019
წყარო: allnews.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ