ნაპოვნია 1 326
-
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
-
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;
-
პროექტი „დანერგე მომავალი“
პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
-
ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა
იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დაახლოებით 4-6 პროექტი, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, სოციალური დაცვა, სამედიცინო მომსახურება, განათლება და სხვა.
-
მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში-წყლის რესურსების კომპონენტი (G4G)
G4G –„მმართველობა განვითარებისათვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი, 19.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია;
-
ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI+)
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო მდინარეებზე.
-
მტკვარი II - წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ შეთანხმებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრას, აღნიშნული გეგმის მიმდინარე პროექტების ცხრილისა და წყლის რესურსების ეროვნული ინტეგრირებული გეგმების განხორციელების გზით
-
ტყის მდგრადი მართვა საქართველოში (ფაზა II)
პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სატყეო რეფორმის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავების, ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზით.
-
ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
პროექტის მიზანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში (სომხეთი საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი) ტყის მდგრადი მართვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების, აგრეთვე ანგარიშგების სისტემების განვითარების ხელშეწყობა.
-
ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა (VICLIM)
პროექტის განხორციელების შედეგად ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განმსაზღვრელები შეძლებენ განახორციელონ ინტეგრირებული შერბილების ღონისძიებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.
-
კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III)
პროექტის მიზანია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დაარსება, ყაზბეგის, კინტრიშისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება-განვითარება.
-
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საგრანტო ხელშეკრულება
პროექტი გულისხმობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის სახელფასო დანამატის გაცემის, ინფრასტრუქტურის აღდგენის, მოვლა-შენახვისა და მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსებას, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლება-შეძენას; საკვანძო სახეობაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემის შექმნას.
-
ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (TJS) (III ფაზა)
TJS წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ბუნების დაცვის ეკორეგიონული პროგრამის ფარგლებში არსებული სამი კომპონენტის ნაწილს, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით.
-
ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)
პროექტის ზოგადი მიზანია ENPI-ის ქვეყნებში გარემოს დაცვის წახალისება, ხოლო ENI SEIS II East პროექტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის (SEIS) პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელების მხარდაჭერა.
-
ბიო მრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)
გერმანიის მთავრობის კავკასიის ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა ძირითადად თანამშრომლობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებთან.
-
წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარებიდან ამოღების მართვის გეგმა (HPMP)
წყალბადქლორფტორნახშირბადების მოხმარებიდან ამოღების მართვის გეგმა (HPMP) შემუშავებულია საქართველოს მიერ მონრეალის ოქმით და მისი ცვლილებების ფარგლებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
-
WASH საგრანტო კონკურსი
CENN, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში და Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)” აცხადებს საგრანტო კონკურსს WaSH ზამთრისბანაკის კურსდამთავრებულთათვის, რომელიც გულისხმობს თემებში წყალზე, სანიტარიაზე და ჰიგიენაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებას.
-
პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის
2018 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს ქალთა პროექტს საქართველოში ქალთა ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის, რაც სხვადასხვა პარტნიორის ჩართულობას ითვალისწინებს.
-
სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“.
-
მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროექტის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა მათი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.
-
ევროკავშირის ფიტოსანიტარული სტანდარტები საქართველოსთვის
ქართული მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორმა წარმატებით უნდა დანერგოს ევროკავშირის კანონმდებლობა ფიტოსანიტარულ სფეროში, განსაკუთრებით მცენარეთა ჯანმრთელობის, პესტიციდებისა და სასუქების, ლაბორატორიების კუთხით.
-
ENPARD II სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში
ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს: "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში (RDP) ", რომელიც არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის ...
-
საგრანტო კონკურსი დამწყები მეწარმეებისათვის
პროექტი: „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ.საქართველოს მილსადენის კომპანიაში და ხორციელდება დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის გასწვრივ მდებარე სოფლებში.
-
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის N365 დადგენილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა
-
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის N235 დადგენილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
-
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა
"მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით
-
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის N 265 დადგენილება მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ (ცვლილებების ბოლო რედაქციით)
-
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიიფო პროგრამა წარმოადგენს აგრარულ სფეროში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომლის ფარგებში მონაწილეს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების
-
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის ბრძანება N2-400 „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
-
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურენეობის სამინისტრო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.