სიახლეები
ნავიგატორი

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.1 მლნ ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 5.6 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 5.5 მლნ ტონა იყო.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: bpn.ge




საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთი მსესხებლის მიერ მისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროებს.

გვენეტაძე წერს, რომ წერილი მათ საყურადღებოდ საჯაროვდება, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე დაკრედიტების მომხრეა.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: 1tv.ge




მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით თბილისის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, პროექტისთვის დედაქალაქის მთავრობამ 4 მილიონი ლარი გამოყო და ქალაქის ასეულობით წერტილზე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება, რომლებიც დარღვევებს დააფიქსირ

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ევროკავშირიდან შესული 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფის დაწესებას გეგმავს. როგორც „ბიბისი“ წერს, ვაშინგტონი ამას იმ სუბსიდიების საპასუხოდ აკეთებს, რომლითაც ევროკავშირი Airbus-ს ეხმარება.

BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ Airbus-ისთვის დაწესებული სუბსიდიები აშშ-ზე უარყოფით გავლენას ახდენს.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: bpn.ge




მომდევნო 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის დეფიციტი შესაძლოა, 30%-მდე გაიზარდოს.

ტენდენცია გრძელდება და იმპორტზე დამოკიდებულება მუდმივად მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერ გვარდება.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: bpn.ge




საერთაშორისო საგადასახადო სისტემები Visa და MasterCard-ის ბანკებს ახალ ვალდებულებას აკისრებს.

საქმე ეხება ახალ საგადასახადო ბარათებს, რომელთაც უნდა ჰქონდეთ გადახდის უკონტაქტო ფუნქცია. ახალი წესით ბარათების გამოშვების ვალდებულება ქართულ ბანკებს უკვე აპრილიდან დაეკისრათ.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: allnews.ge




საკურას ყვავილობა იაპონიაში სიმბოლურია, რაც ბუნების გამოღვიძებასთან და განახლებასთან ასოცირდება. თუმცა ის იაპონიის ეკონომიკისთვის დიდი შემოსავლის წყაროც არის. ამის შესახებ სიუჟეტი BBC-მ მოამზადა.

გასულ წელს, სეზონის ყვავილობამ მსოფლიოს მასშტაბით იაპონიაში 5 მილიონამდე ადამიანი მიიზიდა, რის შედეგადაც Bloomberg-ის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკამ 2.7 მილიარდი დოლარი მოუტანა. 

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით 2019 წლის ორ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 67,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის ორი თვის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მოცულობა 71,6 მილონი დოლარი იყო. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5,7 % -ით შემცირდა.  

რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, 2

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




სწრაფი კვების Burger King-მა ახალი მომხმარებლების ნეგატიური რეაქციის გამო ბურგერის რეკლამა შეაჩერა.

The Guardian-ის ცნობით, სკანდალურ ვიდეოზე გამოსახულია კაცი, რომელიც ცდილობს ახალი ვიეტნამური სენდვიჩი ჩხირებით შეჭამოს. ეს რეკლამა ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე გავრცელდა.

რეკლამას მძაფრი ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში. დახლოებით მილიონმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ კომპანია აღმოსავლეთ ცივილიზაციის წარმომადგენლების წეს-ჩვეულებებს დასცინის. &

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




აშშ ევროკავშირიდან 11 მილიარდი ღირებულების პროდუქტებზე ტარიფების დაწესებას განიხილავს იმ სუბსიდიის საპასუხოდ, რასაც Airbus-ი ევროკავშირიდან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, ტარიფები შესაძლოა შეეხოს თვითმფრინავებსაც და ყველის პროდუქტებსაც. ევროკავშირის განცხადებით, შესაძლო ტარიფები "ძალიან გადაჭრაბებულია". გადაწყვეტილებამ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა დაძაბოს.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




რუსული მედიის ცნობით, გროზნო-თბილისის მიმართულებით მაისიდან ავიარეისი იწყება. ამის შესახებ გროზნოს აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა სულტან გამბულატოვმა განა

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: 1tv.ge




საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის ორ თვეში საქართველოში 28 800 დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განხორციელდა. ექსპორტზე კი ქვეყნიდან 4 400 დოლარის ღირებულების მარწყვი გავიდა. ადგილობრივ ბაზარზე მარწყვის ძირითადი იმპორტიორი თურქეთია.

აპრილის მონაცემებით საკოლმეურნეო ბაზარში 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 10 ლარია. მიმდინარე სეზონზე უცხოეთის ბაზარზე 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 0,60 დოლარიდან 1,50 დოლარამდე მერყეობს.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული თაფლის ჩინურ ბაზარზე ექსპორტისთვის აქტიურად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ჩინეთის შესაბამის უწყებებს ყველა საჭირო ინფორმაცია გადაუგზავნა და ამ ეტაპზე, უწყება ჩინეთიდან რეაგირებას ელოდება.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: 1tv.ge




ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა ქვეყანაში ბიტკოინების წარმოების აკრძალვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია იმ სფეროების ჩამონათვალის პროექტში, რომელთა მხარდაჭერას, შეზღუდვას ან აკრძალვასაც უწყება გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ბიტკოინების მაინინგი შედის წარმოების 450 სახეობაში, რომელთა შეზღუდვა, შემდეგ კი აკრძალვა არის გადაწყვეტილი. 

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




ევროპაში უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შემცირებაზე ორიენტირებული კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავრცელებს, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივას უკვე შეუერთდა.

კამპანიის – Not on my flight (ჩემს რეისზე არა) მიზანი, ყველა ევროპულ რეისებზე უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შემცირება და მგზავრების მშვიდად მოგზაურობის უფლების დაცვაა.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: 1tv.ge




საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, 2018 წელს, ფულადმა გზავნილებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიგრანტების მიერ მსოფლიო გადარიცხვების მოცულობამ 529 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 9,6%-ით მეტია წინა რეკორდზე. მაშინ ფულადი გზავნილების მოცულობა 483 მლრდ დოლარი იყო.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2019 წელს ფულადი გზავნილები 550 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც შესაძლოა, დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის უდიდესი გარე დაფინანსების წყარო გახდეს.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: bpn.ge




ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით საქართველოში ნავთობპროდუქტების (ზეთის, საავიაციო ნავთის, საგზაო ბიტუმის და თხევადი აირის) იმპორტი გაიზარდა.

2019 წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1.6 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,4 ათასი ტონა (25%), შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,3 ათასი ტონა (18,75%), თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (12,5%), გერმანია -

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




თბილისში, ვაკეში იყიდება ბინა, რომლის ღირებულებაც 5 378 400 ლარია (სარეალიზაციო ფასი 1 999 930$).

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინის საერთო ფართობი 487კვ. მეტრია. ბინა არის 7 ოთახიანი და მე-13 სართულზეა. აქვს 6 საძინებელი.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: allnews.ge




საფრანგეთის სიდიდით მესამე ბანკი „სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს. შემცირება მოხდება განსაკუთრებით კორპორაციებისა და ინვესტიციების განყოფილებებში.

„სოსიეტე ჯენერალმა“ 500 მილიონი ევროთი დანახარჯების შემცირების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა კომპანიის მეოთხე კვარტლის ფინანსურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირდა როგორც შემოსავლები, ასევე მოგება. ბანკის შემო

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: bpn.ge




ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთში, შტატ ონდოში, ბაკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელები ბანკში დღის მეორე ნახევარში შეიჭრნენ და პერიოდულად ისროდნენ. დამნაშავეებმა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი მოკლეს, მათ შორის – ბანკის თანამშრომლები, მომხმარებლები და დაცვის პოლიციის ერთი თანამშრომელი.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: kvira.ge




ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთსა და ფოთის მუნიციპალიტეტში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გრიგოლეთსა და ფოთში ახალი, არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილი სამორინე თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, გრიგოლეთსა და ფოთში მოსაკრებელი წელიწადში 250 ათასი ლარი იქნება.

29 მარტს გამოიცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანებართვო მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან სამო

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: 1tv.ge




საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ამავე ორგანიზაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა.  

„მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნესასოციაციის მხარდაჭერა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




2018 წელს Twitter-ის გენერალური დირექტორის ჯეკ დორსის ხელფასმა 1,4 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.

„ამ თანამდებობაზე 4 წლის წინ დაბრუნების შემდეგ დორსიმ პირველი ხელფასი აიღო. 2015, 2016 და 2017 წლებში ის ფინანსურ ანაზღაურებაზე ნებაყოფლობით უარს ამბობდა, რასაც „კომპანიის ხანგრძლივი პოტენციალისა და ღირებულებების რწმენით“ ხსნიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: imedinews.ge




დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 203.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო.

დამატებულია: 10-04-2019
წყარო: bpn.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ