სიახლეები
ნავიგატორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დაპირებით, საქართველოში, ქუთაისში ელექტროავტომობილების ქარხანა აშენდება და მანქანების წარმოება 2020 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ მან "მწვანე ეკონომიკის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, წლიურად ქარხანა სულ 40 ათასი ავტომობილს გამოუშვებს, რომლის ნახევარი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, დანარჩენი კი ევროკავშირის ქვეყნებში გავა.

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: on.ge




სტუდია Warner Bros.-ის პავილიონში, ქალაქ ლივსდენში ჯადოსნური ბანკი „გრინგოტსი“ გაიხსნა. მის შექმნაზე 18 თვე დაიხარჯა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express.co წერს.

„გრინგოტსი“ „ჰარი პოტერის“ მუზეუმის მუდივი ექსპოზიცია იქნება. ის დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრია. ვიზიტორებს შეეძლებათ იხილონ ჯადოსნურ სამყაროში მცხოვრებ ლესტრეინჯების ოჯახის სეიფიც.

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: imedinews.ge




მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ-ს ზრდა 4.6%-მდე შემცირდება 2019 წელს, ვინაიდან საგარეო მოთხოვნა სუსტდება და საქართველოს ეროვნული ბანკი ამკაცრებს ზომებს, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წახალისებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: bpn.ge




ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ოფიციალური განცხადება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

პენსის თქმით, შავ სიაში ორი კომპანია და სახელმწიფო ნავთობკონცერნის 35 ტანკერი მოხვდა. მათ ვენესუელიდან კუბაში ნავთობი გადაჰქონდათ.

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: imedinews.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის „ენერჯი მარკეტის“ (Energy Market) მფლობელს ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: pia.ge




ბულგარეთის Sunny Beach-ი ბრიტანელებისთვის ევროპის ყველაზე იაფ საზაფხულო კურორტად დასახელდა. ამის შესახებ BBC წერს. 

შავი ზღვის კურორტი დაბალი ფასებით ლიდერია, მას პორტუგალიის კურორტი ალგარვე მოჰყვება. ჩამონათვალში მესამე და მეოთხე პოზიციებს თურქეთის მარმარისი და ესპანეთის ტორემოლინოსი ინაწილებენ.

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: imedinews.ge




BBC-იმ Discovery-სთან 10-წლიანი პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. 180 მილიონ ფუნტიანი გარიგების მთავარი მიზანი სატელევიზო პროდუქციის გამოწერის ერთობლივი სერვისის შექმნაა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. 

ახალი პლატფორმა Netflix-ის მსგავსად მომხმარებელს საშუალებას მისცემს კატეგორიების მიხედვით შეარჩიოს სასურველი შოუ.

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: imedinews.ge




ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი 737 ტიპის თვითმფრინავის წარმოება Boeing-მა დროებით მას შემდეგ შეამცირა, რაც ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს ეთიოპიასა და ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.

Boeing-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის პროდუქციის წარმოება 52 თვითმფრინავიდან თვეში 42 ერთეულამდე შემცირდება. 

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: imedinews.ge




2019 წლის 8-10 აპრილს, დუბაიში ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმი (AIM) გაიმართება, სადაც  საქართველოს, უკვე მეორედ გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე.   

აღნიშნული ფორუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის,  უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ.

დამატებულია: 08-04-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში




საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, 2019 წელს საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარება იგეგმება.

,,საქართველოში ვგეგმავთ საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას, რომელიც, იმედი გვაქვს, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება როგორც ჩვენი კერძო სექტორის, ასევე მთლიანად, ეკონომიკის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: pia.ge




ტოკიოს მეტროსადგურში „Tennozu Isle“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ,,პირველს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან „Terrada Warehouse“ მისასვლელს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: pia.ge




თურქეთის ადგილობრივი არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხი ( ყველაზე დიდ ქალაქებში (ანკარა, სტამბოლი, იზმირი), მრავალი ექსპერტის აზრით, ეკონომიკურმა მიზეზებმა განაპირობა.

თურქეთი რთულ ეკონომიკურ სიტუაციაშია: ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაშია, რომელსაც თან მაღალი ინფლაცია ახლავს.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: tabula.ge




საქმიანი ტურიზმი, იგივე MICE, არა მარტო ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა, არამედ, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელი ბიზნესსექტორიცაა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების განვითარებას და, ასევე, პროფესიულ ზრდას, რადგან მსგავს ღონისძიებებზე დამსწრე პირები, უმეტესწილად, თავისი სფეროს ლიდერები არიან. ეს კი იძლევა ცოდნის გაზიარების საშუალებას და შესაძლებელს ხდის გლობალურ დონეზე თანამშრომლობას.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: on.ge




„საპარტნიორო ფონდმა“ 2017 წლის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად პროექტების მოგებამ 14,8%, ხოლო გახარჯულ $1–ზე ინვესტიციამ $7 შეადგინა.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი საერაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ განახორციელა, რომელიც მსოფლიოს ე.წ. „დიდ ოთხეულში“ შედის.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: pia.ge




ბევრ ბულგარელს სურს ეწვიოს საქართველოს და ვიცი, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც სურს ეწვიოს ბულგარეთს.

ამის შესახებ ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: pia.ge




მესტიის აეროპორტი 2019 წლის მარტში 421 მგზავრს მოემსახურა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 60 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის მარტში მესტიის აეროპორტით 263 მგზავრმა ისარგებლა.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: kvira.ge




ონლაინ-გაყიდვის გიგანტი Amazon-ი და სამხრეთ ამერიკის 8 ქვეყანა უკვე 7 წელია დაობს კორპორაციის ვებგვერდის სახელზე amazon. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სახელი ამაზონი ორ რამესთან ასოცირდება - გლობალური ონლაინ-მაღაზია და მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყე.

 

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: imedinews.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,014,732 მგზავრს მოემსახურა, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: bpn.ge




 

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 40 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ვითიბი ბანკი პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე იყო ჩართული. კლინიკა „ჯერარსი“ 12000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული, გათვლილია პაციენტის 208 საწოლზე და შეესაბამება ყველა საერთაშრისო სტანდარტს.

 

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: newposts.ge




ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს ემილ კარანიკოლოვს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელთა შორისაც თანამშრომლობა არაერთ მიმართულებას მოიცავს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის დაახ

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: kvira.ge




მიმდინარე წელს უკვე 6 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა.

კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, დღეის მდგომარეობით საქართველოში 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, მაშინ როცა 2018 წლის დეკემბერში ეს რიცხვი - 67 იყო.
 

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: allnews.ge




2019 წლის 4-9 მაისს მესე ფრანკფურტი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მართავს 6 დღიან საერთაშორისო გამოფენას ხორცპროდუქტების სფეროში - IFFA 2019. გამოფენაზე, რომელიც იმართება 3 წელიწადში ერთხელ, წარმოდგენილი იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, ტენდენციები და ხორცის გადამუშავების პროცესის ჯაჭვის ყველა საფეხური. ამასთანავე, შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ საინტერესო ვორქშოფებს.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება




2019 წლის 4-7 აპრილს, Messe Frankfurt ქალაქ სტამბულში მართავს საერთაშორისო გამოფენას Automechanika Istanbul 2019, რომელიც 1.200-მდე მონაწილეს უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დამთვალიერებელს შანსი ეძლევა გაეცნოს ინოვაციებსა და ახალ შესაძლებლობებს ავტომობილებისა და სარემონტო მომსახურების სფეროში. 

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება




გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მომდევნო „Get together“ ღონისძიება ჩატარდება 2019 წლის 17 აპრილს, 18 საათიდან, სასტუმრო Holiday Inn-ში, 26 მაისის მოედანი 1. „Get together“ ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების როგორც წევრი, ასევე არაწევრი ორგანიზაციების გერმანულად მოსაუბრე წარმომადგენლები. ღონისძიება იმართება ყოველთვი– ურად.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ